saqarTvelos mdinareebi - zvarula

ტერიტორიული ერთეულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი 41°55`37` ჩ. გ. 43°23`29` ა. გ.
შესართავი ჩხერიმელა 41°59`03` ჩ. გ. 43°23`11` ა. გ.
სიგრძე 8.4 კმ
აუზის ფართობი 36.6 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,52 მ³/წმ

 

სინონიმი: ზვარე, ზვარისწყალი.

მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე 8,4 კმ, აუზის ფართობი 36,6 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – გაზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში. უერთდება ბევრი შენაკადი, რომელთა ჯამური სიგრძეა 40 კმ. საშუალო წლიური ხარჯი 0,52 მ³/წმ.